აუდიტორული კომპანია BDO აცხადებს პროდუქტების მარკეტერის ვაკანსიას
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი – პარასკევი
ფუნქცია/მოვალეობები:
ქონთენთის შემუშავების (სოციალური მედიისთვის, პრინტმასალებისთვის, ვებისთვის) სრული ციკლის მართვა ლიდების გენერირების უზრუნველსაყოფად:
- ინფორმაციის მოძიება, ქონთენთის შექმნა და შეთანხმება კომპანიის სხვადასხვა ბიზნესმიმართულებებსა და კლიენტებთან;
- ციფრულ მარკეტერთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
- ქონთენთის ვიზუალური მხარის შესაქმნელად გრაფიკულ დიზაინერთან მუშაობა;
- ქონთენთის ბრენდის სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქტთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
- პროდუქტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნასა და მართვაში მონაწილეობა;
- განყოფილების სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში ჩართულობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით)
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება
- სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- გამართულად წერის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის მართვის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „პროდუქტების მარკეტერი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.01.2020.
[wpai_display_imported_files_here]


