ხარისხის მართვის მენეჯერის ვაკანსია

სსიპ  ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ხარისხის მართვის მენეჯერის ვაკანსიას. 

მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება: 1 წელი

პროფესია: განათლების ადმინისტრირება

ფუნქციები

  1. სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვის ორგანიზება;
  2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოდულების შესაბამის სტანდარტებსა და ჩარჩო-დოკუმენტებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა;
  3. მატერიალური და ადამიანური რესურსის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  4. სასწავლო გეგმების შემუშავების ორგანიზება;
  5. კალენდარულ-თემატური გეგმების მოდულებთან შესაბამისობის მონიტორინგი
  6. სწავლის ხარისხის შემოწმების მიზნით ლექცია-სემინარების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და შეფასების პროცესის შეფასება და უკუკავშირის მიცემა პროფესიული მასწავლებლებისთვის;
  7. შეფასების ინსტრუმენტების მოდულებსა და შეფასების კრიტერიუმებთან თავსებადობის მონიტორინგი;
  8. კოლეჯის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა;
  9. მოდულების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება;
  10. მოდულების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  11. პროფესიული მასწავლებლებისათვის ყველა სიახლის ახსნა და გაცნობა, რომლებიც განაპირობებს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას;
  12. სხვადასხვა სემინარსა და ტრენინგში პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
  13. მოდულის დასრულების შემდეგ პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების გამოკითხვის ორგანიზება და გამოკითხვის შედეგების ადმინისტრაციისთვის გაცნობა;
  14. ყოველწლიურად თვითშეფასების კითხვარის შევსებაზე პასუხისმგებლობა;
  15. საგანმანათლებლო დოკუმენტაციის პროგრამული აკრედიტაციისთვის მოწესრიგება;
  16. სტრატეგიულ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

  • Microsoft Office Word
  • Microsoft Office Excel
  • eflow
  • Microsoft Office PowerPoint

ენების ცოდნა:

  • ინგლისური B2

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 23 იანვარი, 2020 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა იხილეთ ვაკანსიის დეტალური ინფორმაცია და შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი