კომპანია MaxinAI აცხადებს ვაკანსიას ბიზნე ანალიტიკოსის პოზიციაზე.
მოვალეობები:
Outsource პროექტისთვის პროცესის აღწერილობის მომზადება, დიაგრამის ან/და სტანდარტული ტექსტური ფორმით;
ბიზნესის პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და ახალი/განახლებული ბიზნესპროცესების მოდელირება;
Machine Learning/AI პროექტების შედეგებზე დროულად ორიენტირებული პროცესების გამართვაში აქტიური მონაწილეობა/ჩართულობა;
კლიენტის მიერ დასმული ამოცანებისა და პროცესების ანალიზი, სტრუქტურირება და დოკუმენტირება;
მანქანური სწავლების, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და დიდი მონაცემების ინჟინრებთან ყოველდღიურ სტენდაპებზე, კოდის კომენტარების გადამოწმებისა და კონტროლის პროცესის გამართვა, რამაც უნდა გაამარტივოს ნებისმიერ ეტაპზე პროექტისთვის საჭირო ტექნიკური ანგარიშის მომზადება;
მუდმივი კომუნიკაცია ინჟინერიის დირექტორთან.
მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი;
Ბიზნესის ანალიტიკოსის ან პროექტების მენეჯერის პოზიციაზე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ანალიტიკოსების გუნდთან ერთად;
IT პროექტების მართვის მეთოდოლოგიის ცოდნა;
Machine Learning და AI პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად,
საუნივერსიტეტო განათლება მონაცემთა მეცნიერების, მანქანური სწავლების ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით ასევე ჩაითვლება დიდ უპირატესობად
CRM, BI, BPM, BRM S პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული;
დროის ეფექტური მართვის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
საერთაშორისო და საინტერესო პროექტებზე მუშაობას;
კარიერულ ზრდას და კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას, როგორც კომუნიკაციით, ასევე სხვადასხვა სასერტიფიკაციო პროგრამაში მონაწილეობით;
სუპერკვალიფიციური გუნდის ცოდნის გაზიარებას;
Fitpass ბარათს;
უფასო ხილი/ყავა/ჩაი ყოველდღე.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში CV გაგზავნეთ შემდეგ ელმისამართზე:: hr@maxinai.com და “Subject”-ში მიუთითეთ „ბიზნესანალიტიკოსი”.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 14 თებერვალი, 2020 წ.
[wpai_display_imported_files_here]


