სტაჟირების პროგრამა „ინდიგოში“

„ინდიგო“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას და იწვევს სტუდენტებს, რომლებიც ეძებენ ახალ იდეებს, ამჩნევენ ადამიანებსა და ამბებს, აინტერესებთ ლიტერატურა და ხელოვნება. 

შერჩეული კანდიდატი ოთხთვიანი სტაჟირების განმავლობაში

  • იმუშავებს „ინდიგოს” გუნდთან ერთად როგორც ჟურნალის, ისე ვებსაიტისთვის მასალების შექმნაზე;

  • დაეხმარება რედაქტორს მოკვლევაში;

  • ასისტენტობას გაუწევს გადამღებ ჯგუფს.

სასურველია:

  • ჟურნალისტურ მასალებზე მუშაობის გამოცდილება;

  • სამონტაჟო პროგრამების საბაზისო ცოდნა.

სტაჟირების მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 29 იანვრის 18:00 საათამდე.

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. სტაჟირება კი 1-ლი თებერვლიდან დაიწყება. 

„ინდიგოს“ შესახებ:

2015 წლის ოქტომბრიდან „ინდიგო“ არსებობს სამგან – რეალურ, ონლაინ და ბეჭდურ სივრცეში. ადამიანები, გარემო და კულტურა, ქალაქი, მოგზაურობა, ყოველდღიური რიტუალები და გლობალური თემები, ახალი დრო და ადამიანური კრიზისები ამ დროში – „ინდიგო“ აკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს. 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი