ძვირფასო სტუდენტებო და კურსდამთავრებულებო,
გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში გამოცხადდა ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელის ასისტენტის ვაკანსია.
სამუშაოს აღწერილობა:
- ტექნოლოგიის სკოლის საბჭოს სხდომების ორგანიზება და ოქმების მომზადება;
- შიდა დოკუმენტაციის წარმოება, როგორიცაა სამსახურებრივი ბარათები, წარდგინებები, მიმართვები;
- ბრძანების პროექტების, რეკომენდაციებისა და წერილების მომზადება;
- შიდა მობილობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ნაკადების მართვა;
- ასისტირება ტექნოლოგიების სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციულ და დოკუმენტაციურ საკითხებში;
- ტექნოლოგიის სკოლის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების კოორდინაცია სოციალურ მედიაში თემატური ბლოკების და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსების მიზნით.
- შუალედური და საბოლოო გამოცდების აღდგენების, გამოცდების გადავადების, საგნის დამატებას და სხვა ტიპის შინაარსის სტუდენტების მიერ დაწერილ განცხადებებზე პასუხის გაცემა და რეაგირება;
- საბაკალავრო საფეხურის პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ პროგრამულ საკითხებზე მეოთხე კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- Word, Excel, Access-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ CV მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 15 იანვრამდე.
გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელის ასისტენტი.
ილიაუნის კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]


