პროექტის მენეჯერის ასისტენტის ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის
EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების პორტალია, რომელიც უკვე 9 წელზე მეტია, აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მაღალი ცნობადობითა და ნდობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიაში.
EDU.ARIS.GE აცხადებს პროექტის მენეჯერის ასისტენტის ვაკანსიას და ეძებს კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: შეთავსებით
4 საათი დღეში, კვირაში 5 დღე (ან 2, 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება 400 ლარიდან (ხელზე ასაღები), თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
ხანგრძლივობა: 4 თვე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
სამუშაოს აღწერა:
პროექტის მენეჯერის დახმარება პროექტების თითოეული ფაზისა და ასპექტის შესრულებაში;
ახალი პროექტების კონცეფციების შექმნასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
საჭიროებისამებრ პრეზენტაციების მომზადება;
შეხვედრების ორგანიზება/დაგეგმვა;
პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხის მართვა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება/დამამთავრებული კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგისა ან მენეჯმენტის მიმართულებით;
ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
საინფორმაციო სფეროში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა – 17 ნოემბერი, 2019.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: cvpma@aris.ge დასათაურის ველში მიუთითეთ: „პროექტის მენეჯერის ასისტენტი“.
[wpai_display_imported_files_here]


