სს „ოპპა” აცხადებს ადმინისტრაციის განყოფილების უფროსის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანი:
ადმინისტრაციის განყოფილების, მის დაქვემდებარებაში არსებული კანცელარიისა და ადმინისტრაციისა და იურიდიული ქვეგანყოფილებების მართვა.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
კანცელარიისა და ადმინისტრაციის, იურიდიული ქვეგანყოფილებების ფუნქციონირების ყოველდღიური მონიტორინგი და მართვა;
გუნდის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
კომპანიაში საქმიანი დოკუმენტბრუნვის მართვა და კონტროლი;
ინფორმაციის მიმოცვლის ეფექტური სტანდარტის დანერგვა, საჭიროების შესაბამისად განახლება და შემდეგ კონტროლი;
ოფისის ადმინისტრაცული საკითხების ინიცირება, დაგეგმვა, მათი დროული შესრულება და კონტროლი;
ოფისის გამართული ფუნქციონირების უზრუნველოფა და საოფისე ინფრასტრუქტურის მართვა;
საოფისე ძირითადი საშუალებების მართვა როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, პერიოდული ინვენტარიზაციების ორგანიზება და აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა;
თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, იდეების გენერირება და თანამშრომლობა ყველა საჭირო რგოლთან;
ადმინისტრაციის ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი, ასევე რეგიონული მიმართულებების ადმინისტრაციის ბიუჯეტის კონტროლი;
ადმინისტრაციული პროექტების მართვა;
კომპანიის სხვადასხვა რგოლთან ურთიერთობა, საერთო პროექტებში მონაწილეობა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
MS ოფისის ცოდნა;
იურიდიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
პროექტების მართვის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
უნარები:
კომუნიკაბელურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შედეგებზე ორიენტაცია;
დროის მართვის უნარი;
კრეატიულობა;
ინიციატივა.
კომპანია ეძებს:
სიახლეებისა და კრეატივის მოყვარულ ადამიანს, რომელიც ახალგაზრდა გუნდთან ერთად შექმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
კომპანია გთავაზობთ:
შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: hr@oppa.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ოპპამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
[wpai_display_imported_files_here]


