შემომყვანი ტურისტული სააგენტო „მიმინო კავკასიაში“ აცხადებს მესამე სეზონის მიღებას „გიდების სკოლაში“.
კომპანიის ძირითადი სამიზნე ბაზრებია: საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ბალტიის ქვეყნები, ჰოლანდია, სინგაპური, ჩინეთი.
გიდების სკოლის შესახებ:
ვისთვის?! – კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, როგორც საშუალო განათლების მქონეთათვის, ასევე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის;
მოთხოვნა: აუცილებელია ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილ დონეზე ფლობა;
პრიორიტეტულია სამიზნე ბაზრების შესაბამისად ფრანგული, ესპანური, იტალიური და პოლონური ენების ფლობა;
პირობები: კურსი არის არაკომერციული. სრულიად უფასო
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე; კურსის დასაწყისი 2 დეკემბერი; დრო: 17:00 და 19:00 სთ;
მეთოდიკა: სწავლება მიმდინარეობს დუალური მეთოდით. კომბინირებულია თეორია და პრაქტიკა; სასწავლო კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთი პრაქტიკული ტური (კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით);
ჯგუფში მაქსიმუმ 8-10 წევრი, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლების დონეს;
შედეგი: კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში. საწყის ეტაპზე გიდის პოზიციაზე, შემდეგ კი ოფისში, ინტერესების შესაბამისად.
გიდების სკოლა – ეს შენთვის შექმნა ტურისტულმა კომპანიამ „მიმინო კავკასიაში“, თუკი:
დაინტერესებული ხარ ტურიზმით და გსურს, მიიღო შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;
გსურს კარიერის განვითარება დინამიურ, მზარდ და საინტერესო ინდუსტრიაში მაღალანაზღაურებად პოზიციაზე (გიდის ფინანსური ანაზღაურება პირველ სეზონზე შეადგენს დღიურ 80-100 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო მეორე სეზონიდან –120-150 ლარს (ხელზე ასაღები);
ადამიანებთან ურთიერთობა შენი სფეროა;
მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობ;
ხარ ერუდირებული, ენერგიული, ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მაძიებელი;
გიყვარს მოგზაურობა.
კურსის ძირითადი თემები:
გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები
შიდა მეთოდოლოგია და პროცედურული ნაწილი
საქართველოს ისტორია და გეოგრაფია
ხელოვნებათმოდნეობა და არქიტექტურა
პირველადი სამედიცინო დახმარება
შეხვედრა/სემინარი იკონოგრაფთან
გასვლითი, პრაქტიკული ტურები
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩევის ეტაპები: 2 ინტერვიუ
კურსის დასაწყისი: 2019 წლის 2 დეკემბერი; შუადღისა და საღამოს საათები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „გიდების სკოლა“. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: +995 591 50 24 29, ან +995 322 15 77 17/104
[wpai_display_imported_files_here]


