პოზიციის დასახელება: საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსიას.
ანაზღაურება: 900 ლარი (დარიცხული)
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა);
- ინგლისური ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
- უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
- პიროვნული თვისებები:
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- შემჭიდროვებულ ვადებში დავალებების შესრულების უნარი.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
1. რეზიუმე (CV) (რეზიუმე ასევე უნდა მოიცავდეს ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ დაადასტურონ კანდიდატის შესაბამისი კომპეტენცია); 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები; 4. სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, სამოტივაციო წერილში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, თუ როგორ პასუხობს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას).
სამუშაო პირობები: სტატუსი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
სამუშაოს აღწერილობა:
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება და სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციების გაწევა;
- საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტაციის ბაზის წარმოება;
- საინფორმაციო ცენტრში დასაქმებული სტაჟიორების კოორდინირება.
- ცენტრის მიერ გაწეული სერვისების გაუმჯობესებაზე მოსაზრებების შემუშავება და სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა;
- დეკანთან ანგარიშის წარდგენა ცენტრის მუშაობის შესახებ;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია და ყოველდღიური და ყოველთვიური (შემაჯამებელი) ანგარიშების მომზადება ფაკულტეტის დეკანთან წარსადგენად;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურისთვის.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 24 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება – საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
2. გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელშიც მითითებული იქნება გასაუბრების ადგილი და თარიღი.
Შენიშვნა: დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გასაუბრების სავარაუდო თარიღია: 2019 წლის 12-13 ნოემბერი
[wpai_display_imported_files_here]


