კომპანია ბიდიო აცხადებს პროგრამული პროდუქტი 1C-ის კონსულტანტის ანაზღაურებად სტაჟირებას.
ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი
6 თვე – კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი – პარასკევი
მოვალეობები:
- პროგრამის ფუნქციონალური ტესტირება;
- პროგრამული შეცდომების რეგისტრაცია და დიაგნოსტიკა;
- პროგრამის არსებული ფუნქციონალობის დახვეწის ინიცირება;
- პროგრამის ტექსტური და აუდიო დოკუმენტაციის მომზადება;
- სხვადასხვა პროგრამის მოკვლევა და ანალიზი (მათ შორის უცხოენოვანისა);
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები);
- სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge, გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი – 1C ERP“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27.10.2019
[wpai_display_imported_files_here]


