კომპანია „კრისტალის“ სტაჟირება ფინანსური ზედამხედველობის სამსახურში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ აცხადებს სტაჟირებას ფინანსური ზედამხედველობის სამსახურში და ილიაუნის სტუდენტებს გთავაზობთ, გახდეთ აქტიური, განვითარებადი და საინტერესო გუნდის წევრი.

  • სტაჟიორებს დაევალებათ:
    • აქტიურად ჩაერთონ ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მიმდინარე საქმიანობაში;
    • მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტირების დაგეგმვის გარკვეულ პროცესებში; 
    • აქტიურად ჩაერთონ ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით შემოსული მოთხოვნების დამუშავებასა და შესრულებაში.
  •  კომპანია „კრისტალი“ ეძებს სტუდენტს:
    • რომელიც გახდება მათი გუნდის ნაწილი;
    • რომელიც იქნება მოტივირებული, ნიჭიერი, აქტიური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული;
    • რომელიც არის საბანკო-საფინანსო მიმართულების მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
    • იცის ექსელი ძალიან კარგად;
    • არ ეშინია ციფრების;
    • აქვს კარგი ანალიტიკური უნარი;
    • არის დეტალებზე ორიენტირებული.
  • კომპანია გთავაზობთ:
    • კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობებს;
    • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
    • სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
  •  სტაჟირების პირობები:
    • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
    • მოქნილი სტაჟირების გრაფიკი

თუ ფიქრობთ, რომ სტაჟირება თქვენთვის საინტერესოა და თვლით, რომ ხართ ის, ვისაც კომპანია „კრისტალი“ ეძებს, გაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: vacancy@crystal.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ „სტაჟირება ფინანსებში“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 14 ოქტომბერი.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი