სს ,,ტერაბანკი” აცხადებს მიღებას Next Generation პროგრამაზე, რომლის მიზანია საბანკო სექტორით დაინტერესებულმა მოტივირებულმა კანდიდატებმა მიიღონ თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და ბანკში დასაქმების შესაძლებლობა.
სამუშაო გარემო და პირობები
- სასიამოვნო და მეგობრული სამუშო გარემო
- საუკეთესო შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
- სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობით
- ანაზღაურება პრაქტიკული სტაჟირების პერიოდში
სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:
✔ დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება 500-დან 550 ლარამდე ნამუშევარი დღეების დაანგარიშებით
✔ ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების შესაბამისად
- კონკურენტუნარიანი გარემო, რომელშიც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდეგ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
- ბანკის შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობა
Next Generation პოზიციებია
მოლარე-ოპერატორი
პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურება საოპერაციო კუთხით.
ძირითადი მოვალეობები:
- თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
- ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
- საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
- ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
- სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება
უნივერსალური ბანკირი
პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის საცალო საკრედიტო და საოპერაციო კუთხით მაღალხარისხიანი მომსახურება.
ძირითადი მოვალეობები:
- საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
- საკუთარი საკრედიტო პორთფელის კონტროლი და დაფარვების მონიტორინგი
- ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიმდინარე, უნივერსალური საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთის უზრუნველყოფა
უმცროსი მიკრო ბიზნესის ბანკირი
პოზიციის მიზანია ბიზნესსეგმენტის მომხმარებელთათვის მაღალხარისხიანი მომსახურება.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტების, რომლებსაც ბიზნესიდან აქვთ შემოსავალი, სასესხო განაცხადის მიღება, პროექტის მომზადება და სესხის გაცემის უზრუნველყოფა
- საკუთარი საკრედიტო პორთფელის მართვა და დაფარვების მონიტორინგი
მსურველებს გთხოვთ, 17 ოქტომბრის ჩათვლით CV გაგზავნოთ მისამართზე: tera.jobs@terabank.ge
გთხოვთ, CV გაგზავნის დროს აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს!
[wpai_display_imported_files_here]


