კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში.
ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ხანგრძლივობა 6 თვე – კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი – პარასკევი.
ფუნქცია/მოვალეობები:
კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობა;
აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობა;
უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება;
პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით, სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც);
ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
გუნდურად მუშაობის უნარი;
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
I ტესტირება – ტესტირება ჩატარდება 17 ოქტომბრამდე;
II გასაუბრება – გასაუბრებები დაინიშნება 17 ოქტომბრიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge, გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი – აუდიტი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.10.2019.
„ბიდიო”, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესის სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
[wpai_display_imported_files_here]


