კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კორპორაციული ფინანსების მიმართულებით..
ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი.
ხანგრძლივობა 6 თვე – კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი – პარასკევი
კორპორაციული ფინანსების მიმართულება – აღწერა:
კორპორაციული ფინანსების მიმართულება აერთიანებს მომსახურებათა ფართო სპექტრს: ფინანსური მოდელირება და ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, ინდუსტრიების კვლევა, პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, ბაზრების ანალიზი მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ ჭრილში, პროექტის ეკონომიკური ეფექტის შეფასება, დიუ დილიჯენსი და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები, სასამართლო ექსპერტიზა, ბიზნესის ღირებულების დადგენა, აქტივების შეფასება და სხვ..
ფუნქცია/მოვალეობები
კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობა;
პროექტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობა;
ხელმძღვანელის ზედამხედველობით სამუშაო პროცედურების ჩატარება;
პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით, სასურველია ფინანსური აღრიცხვის და/ან ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო დონის ცოდნა (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც);
ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
გუნდურად მუშაობის უნარი;
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
I ტესტირება
II გასაუბრება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე hr@bdo.ge, გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი – კორპორაციული ფინანსები“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5.10.2019
„ბიდიო“, აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესსერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
[wpai_display_imported_files_here]


