კომპანია „ოპპას“ უმცროსი კონტენტ-სპეციალისტის ვაკანსია

სს „ოპპა“  აცხადებს უმცროსი კონტენტ-სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი:  თბილისი

პოზიციის მიზანი: 

პოზიციის მიზანია უზრუნველყოს სს „ოპპას“ საგადამხდელო არხებისთვის კონტენტის მომზადება და კონტროლი: ახალი სერვისების აწყობა და დამატება, არსებული სერვისების მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, გასწორება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ჩართული სერვისების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვარების უზრუნველყოფა ან/და შესაბამისი პირების ინფორმირება;

  • პარტნიორებთან ინტეგრაციისა და ცვლილებებისთვის საჭირო სამუშაოების შესრულება: 

  • ინფორმაციების და ფაილების მიღება/დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, ახალი სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისთვის საჭირო კონტენტის მომზადება და პროგრამაში ასახვა;

  • ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმება, დატესტვა და დადასტურება;

  • პარტნიორი კომპანიების მონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება;

  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის მიმართულებით;

  • იდენტურ/მიახლოებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

  • ლოგიკური აზროვნება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • გუნდურობა;

  • ორგანიზებულობა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 3 ოქტომბერი, 2019 წელი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

სს „ოპპა” (ყოფილი სს „ნოვა ტექნოლოჯი”) ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს  და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი