ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი (DSA) აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის ფოტოგრაფის პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
სტაჟირების პერიოდი: ოქტომბერი – დეკემბერი, 2019
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 20 საათი (მოქნილი გრაფიკი)
ფუნქცია-მოვალეობები:
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და ფოტოგადაღება;
ფოტომასალის გადარჩევა, დამუშავება და შესაბამისი პირისთვის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;
ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
ციფრულ ფოტოკამერასთან მუშაობის მცირე გამოცდილება;
გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
Adobe Photoshop ან/და Adobe Lightroom პროგრამების ცოდნა;
ვიდეოების დამონტაჟების გამოცდილება;
საკუთარი ფოტოაპარატი.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით: https://forms.gle/xS5ob8Z1BoHGKYuS8
[wpai_display_imported_files_here]


