სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე.
თანამდებობრივი სარგო: 1400.00 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აღნიშნულ ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- აპლიკანტს მოეთხოვება, იყოს ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული.
მოვალეობები:
- შემომავალი სატელეფონო ზარებისა და ფაქსის მიღება;
- ორგანიზაციის საერთო ელექტრონული ფოსტის მიღება, მონიტორინგი და ადრესატებამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
- შიდა ორგანიზაციული წერილების/დოკუმენტაციის რეგისტრირება და გადამისამართების უზრუნველყოფა;
- მთლიანი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (Edocument) მართვა (კანცელარია);
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
- დირექტორის ბრძანებების გატარება და დაარქივება;
- დირექტორის სამუშაო განრიგის ორგანიზება;
- დირექტორის სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება;
- საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში გაგზავნეთ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე/CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@gnfc.ge და მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
[wpai_display_imported_files_here]


