კომპანია „ბიდიოს“ სტაჟირების პროგრამა

კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროგრამული პროდუქტის, „ბალანსის“ კონსულტანტის პოზიციაზე.

პროგრამა „ბალანსი“  წარმოადგენს ბიზნესპროცესების აღრიცხვის გამარტივებისათვის საუკეთესო პროგრამული გადაწყვეტის გზას საშუალო ბიზნესსექტორში.

ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი.

ხანგრძლივობა: 6 თვე – კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი – პარასკევი

აღწერა ფუნქცია/მოვალეობები:

  • კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება;

  • ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურება;

  • პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება;

  • მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;

  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები);

  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;

  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • გუნდურად მუშაობის უნარი;

  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

 კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • I ტესტირება

  • II გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე  შემდეგ ელმისამართზე hr@bdo.ge   გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი – ბალანსი“.

 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16/09/2019

 „ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესსერვისებს იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი