საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-11 ეტაპი.
პროექტის ფარგლებში დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.
პროგრამაში მონაწილეობის საშუალება აქვთ:
• ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
• მაგისტრატურის სტუდენტებს.
• დოქტორანტურის სტუდენტებს.
• პირებს, რომლებმაც დაამთავრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაუმეტეს ორი წლის წინ.
პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა:
• მაღალი აკადემიური მოსწრება, რომელიც განისაზღვრება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ “B” (81-90%) – ძალიან კარგი).
• პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის ფორმაზე ხელის მოწერა.
თანხმობის შესახებ განაცხადი:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 2 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმას, რისთვისაც საჭიროა მობრძანდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის F 105 ოთახში (ქ. ჩოლოყაშვილი N3/5), ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 20:00 საათამდე.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებ-გვერდს: http://stajireba.gov.ge/
ცხელი ხაზი: (+995 32) 2197755
[wpai_display_imported_files_here]

