სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი აცხადებს კონკურსს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე. მან უნდა უხელმძღვანელოს ახალ საერთაშორისო პროექტს, რომელიც გულისხმობს 10 სხვადასხვა მომავალი დოქტორანტის შერჩევასა და დაფინანსებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;

  • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;

  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები;

  • ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა;

  • ხელოვნური ინტელექტი.

სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელის ძირითადი უფლება-მოვალეობები:

  • სამეცნიერო მიმართულების ზოგადი ხელმძღვანელობა;

  • ზემოხსენებული პროექტის ზოგადი ხელმძღვანელობა;

  • უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობა;

  • სხვადასხვა უცხოელ და ქართველ პარტნიორთან ურთიერთობა;

  • დოქტორანტების შერჩევის კონკურსის ორგანიზება;

  • ლექცია-სემინარებზე დასწრება და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობა;

  • სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

  • ლექცია-სემინარებისა და პრეზენტაციების მომზადება და გამართვა;

  • სამეცნიერო პუბლიკაციების მართვა;

  • სიტუაციის მიხედვით სხვადასხვა საქმიანობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო „დელისიდან“ 300 მეტრში

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, სასურველია სრული; გამონაკლისის სახით შესაძლებელია არასრულიც

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-დან 1500 ლარამდე გამოცდილებისა და კომპეტენციის, ასევე გრაფიკის მიხედვით. არაფიქსირებული ნაწილი იქნება არა უმეტეს ფიქსირებულისა.

  • გაქვთ მაგისტრის ხარისხი ან ხართ მაგისტრანტი?

  • ხართ დაინტერესებული მეცნიერებით? მოგწონთ სწავლისა და კვლევა-ძიების პროცესი?

  • კარგად (C1 ან უფრო მაღალ დონეზე) იცით ინგლისური და/ან რუსული ენები?

  • გინდათ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში?

  • გაქვთ მინიმუმ ორწლიანი პრაქტიკული გამოცდილება მენეჯმენტში?

  • ხართ კომუნიკაბელური? 

  • შეგიძლიათ გუნდის ლიდერობა და მართვა?

  • ხართ პუნქტუალური და მოწესრიგებული? 

  • გაქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა?

  • მზად ხართ შეეჭიდოთ რთულ და საინტერესო პრობლემებს?

  • მუდმივად ეძებთ განვითარებისა და თვითრეალიზაციის გზებს?

  • გსურთ გახდეთ ამბიციური გუნდის აქტიური და სასარგებლო წევრი?

  • ეძებთ სამსახურს, სადაც მუდმივად გექნებათ, როგორც კვალიფიკაციის და გამოცდილების, ასევე ანაზღაურების ზრდის პერსპექტივები?

  • არ გაშინებთ ტექნიკური და ნახევრად ტექნიკური საკითხების შესწავლა და შესაბამისი დავალებების შესრულება?

ამ კითხვებიდან მინიმუმ 8-ს დადებითად თუ პასუხობთ, მაშინ ეს პოზიცია სათქვენოა..

გთხოვთ გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები და სხვა

შესაბამისი მასალები შემდეგ ელფოსტაზე: youth.innovative.center@gmail.com და

ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: “სამეცნიერო მიმართულების

ხელმძღვანელი”.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი