სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი აუდიტორის თანამდებობაზე.
ფუნქციები:
აუდიტის მიმართულებით არასაკრედიტო პროცესების წლიური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
შესამოწმებელი პროცესების შესახებ კვლევის განხორციელება (ბანკის შიდა პროცედურების შესწავლა, საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება);
შესამოწმებელ პროცესებში არსებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება (შესამოწმებელი პროცესების აღწერა, „walkthrough”-ისა და ინტერვიუების საფუძველზე);
ჯგუფის წევრებზე ამოცანების გადანაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება/ვადების კონტროლი;
იდენტიფიცირებული ხარვეზების განხილვა უშუალო უფროსთან და შეთანხმება პასუხისმგებელ პირთან (წერილობით);
შუალედური დასკვნის მომზადება/დადასტურება და განხილვა შესაბამისი დონის მენეჯმენტთან;
შესრულებულ სამუშაოზე პერიოდული ანგარიშგება;
გუნდის ჭრილში თანამშრომლების ქოუჩინგი და მენტორობა,
ცალკეული მიმართულებების ჭრილში საკვანძო რისკ-ინდიკატორების შემუშავება;
რისკის ინდიკატორებზე დაკვირვების შედეგად იდენტიფიცირებულ ფაქტებზე რეაგირება;
მენეჯმენტის მოთხოვნის საფუძველზე საკონსულტაციო მომსახურება;
პროექტების მართვა;
დეპარტამენტში არსებული აუდიტის მეთოდოლოგიის, პროცესებისა და სამუშაო ფორმების სრულყოფაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართლებით.
ACCA/CFA/CIA/FRM-სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო გამოცდილება:
საინვესტიციო, საბანკო, სადაზღვევო სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; ან გარე აუდიტორულ კომპანიაში (დიდი ოთხეულიდან) 2-წლიანი გამოცდილება.
ცოდნა, უნარები:
IIA-შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები;
ენები: ქართული და ინგლისური თავისუფლად (წერით და ზეპირად), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამები: MS Office – Word, Excel, PowerPoint, My SQL სასურველია სელექთების დონეზე;
რისკის მართვის პროცესისა და კონტროლის სისტემების ცოდნა;
საქართველოს კანონი კომერციული ბანკების შესახებ;
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
წერილობით და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ბიზნესკომუნიკაციის უნარები;
კანონმდებლობაში, სტანდარტებში, პროცედურებში ინფორმაციის მოძიების უნარი; საუკეთესო პრაქტიკების მოძიებისა და დანერგვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ საჭირო ინფორმაცია ბმულზე .
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 08/07/2019.
[wpai_display_imported_files_here]


