კომპანია „ფინანსური ბიურო“ აცხადებს უმცროსი იურისტის ვაკანსიას.
სამუშაოს აღწერა:
დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელი, შესაგებელი და ა.შ.);
საქმისწარმოების განხორციელება სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში;
ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა მოვალეობის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook).
კომპეტენციები და უნარები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი;
გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი იურისტი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
„ფინანსური ბიურო” სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მუშაობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა პრობლემური აქტივების მართვა.
[wpai_display_imported_files_here]


