კომპანია აცხადებს ხარისხის მართვის მენეჯერის ვაკანსიას.
მოვალეობები:
ობიექტების ჩამოვლა და სარემონტო სამუშაოების შესრულების ხარისხის მონიტორინგი – ტექნიკური ხარვეზების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩამოვლა – ლიფტის, სადარბაზოს განათებისა და სისუფთავის მონიტორინგი. ხარვეზის/გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერების მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობა;
ობიექტებზე თანამშრომელთა დასწრების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ან/და წარმოების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
მცირე გუნდების მართვის გამოცდილება;
ვიდეოკამერებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: services@archi.geსათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 2019 წლის 22 ივნისი
დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.
[wpai_display_imported_files_here]


