სსიპ – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCA – Georgia) აცხადებს სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი
განცხადების ბოლო ვადა: 02.06.2019
ფუნქციები
სტაჟიორი მთავრობასთან, ბიზნესებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) დირექტორის/გუნდის უშუალო დაქვემდებარებაში იმუშავებს.
სტაჟიორის ძირითადი ვალდებულებებია PR გუნდის დახმარება შემდეგი მოვალეობებისა და ამოცანების შესრულებაში:
დაეხმაროს PR გუნდს სამიზნე მხარეებთან კომუნიკაციაში, დროული ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებაში;
დაეხმაროს PR გუნდს ღონისძიებების, პრეს–კონფერენციების და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების ორგანიზებასა და კოორდინირებაში;
დაეხმაროს PR გუნდს ფონდის პუბლიკაციების შექმნის პროცესში;
უზრუნველყოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ვებ გვერდის და სოციალური მედიის არხების განვითარება – მხარდაჭერა; უზრუნველყოს, რომ ვებ გვერდი შეიცავდეს ყველა განახლებულ ინფორმაციას;
დაეხმაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განხორციელებაში, პროექტის აქტივობების კოორდინაციაში;
განახორციელოს სხვა მოვალეობები PR დირექტორის დავალებით.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება ბაკალავრი
პროფესია: სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები ან ბიზნესის ადმინისტრირება
პროგრამის დასახელება
Microsoft Office Word
Microsoft Office PowerPoint
MS office applications
ენა
ქართული
ინგლისური
დამატებითი მოთხოვნები
კომუნიკაციის კარგი უნარი;
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება ან გავლილი ჰქონდეს სტაჟირება მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ან/და ღონისძიებების მართვაში;
შეეძლოს რეგიონებში მგზავრობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი მ. კოსტავას 5, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები +995 32 2428 528
საკონტაქტო პირი ნინო ვეკუა
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2wr9c76
[wpai_display_imported_files_here]


