საქართველოს ბანკის უმცროსი გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი.

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის პოტენციური მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

  • მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება და განვადების პროცედურის განხორციელება;

  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;

  • ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლებასტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);

  • მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);

  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;

  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;

  • ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;

  • ლოგიკური აზროვნება.

ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ, 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ საჭირო ინფორმაცია ბმულზე .

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 2019.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი