კომპანიის “menu.ge” გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია

კომპანია “menu.ge” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის კომპანიის საქმიანობისა და სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;

  • გაყიდვებზე მიმართული სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა, შეხვედრებისა და პრეზენტაციების მოწყობა, საქმიანი მიმოწერის წარმოება და სხვ.;

  • პოტენციურ კლიენტებთან შეთანხმებით თანამშრომლობის პირობების განსაზღვრა და აღნიშნული პირობების დაცვით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ.);

  • კლიენტებთან ურთიერთობა, თანამშრომლობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების/პრობლემების მოგვარება, მათი მოთხოვნებისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);

  • სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook).

დამატებითი მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა;

  • შედეგებზე ორიენტირებულობა;

  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;

  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;

  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: sophio.katsitadze@menugroup.co.uk ,  სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (გაყიდვების მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება. 

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 31 მაისი, 2019 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი