სამაუწყებლო ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს რადიოებს „ჰერეთი“(კახეთში), „თბილისი“ (თბილისში), „ციტრუსი“ (აჭარაში) და რამდენიმე პლატფორმას სოციალურ ქსელში, გაყიდვების ოფიცრად იწვევს მოტივირებულ კანდიდატებს, რომელთაც შეუძლიათ გუნდური მუშაობა, გამოირჩევიან დისციპლინითა და პასუხისმგებლობით.
ძირითადი მოვალეობები:
ბიზნესისთვის მედიაპროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
მონაცემების დამუშავება და კონტროლი;
შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების გამართრთვა;
კომპანიებთან გრძელვადიან ურთიერთობებსა და გაყიდვების შემდგომ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
ახალი კომპანიების მოძიება და მოზიდვა.
ძირითადი მოთხოვნები:
კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, პუნქტუალური;
პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
მოტივირებული, ენერგიული და შრომისმოყვარე.
სამაუწყებლო ჰოლდინგი გაძლევთ საშუალებას, ქართულ ბიზნესს შესთავაზოთ ყველაზე თანამედროვე და მეგობრული მედიაპროდუქტები, მოსინჯოთ საკუთარი შესაძლებლობები ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აზარტულ, გაყიდვების, სფეროში და გახდეთ ჰოლდინგის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი.
ჰოლდინგი გთავაზობთ 2-3-კვირიან გამოსაცდელ ვადას საქმეში გასარკვევად, რომლის შემდეგაც, შედეგებიდან გამომდინარე, გააგრძელებთ სახელშეკრულებო თანამშრომლობას საბაზისო ანაზღაურებითა და მოზიდული შემოსავლებიდან საპროცენტო წილით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ფოსტაზე: tbilisifm93.5@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 20 მაისი, 2019 წელი
[wpai_display_imported_files_here]


