კომპანია „არქი“ საქართველოში წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2006 წელს. Დღეს ის ითვლის 20 დასრულებულ პროექტსა და 16 მიმდინარე მშენებლობას.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 700 ლარი ხელზე ასაღები თანხა
სერვის-მენეჯერის ფუნქციები:
მომხმარებლის მომსახურება;
მომხმარებლის მიღება და გაძღოლა სასურველი ბინის დათვალიერების მიზნით;
ბინასთან დაკავშირებით (სამშენებლო მასალა, ბინის განლაგება და სხვ.) მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ბინის/მშენებლობის დასათვალიერებლად მოსული მომხმარებლის აღრიცხვა;
მომხმარებლის შენიშვნების, კომენტარებისა და მოსაზრებების ამსახველი ჩანაწერების მომზადება. ჩანაწერების ანგარიშგებად ფორმირება და ყოველდღიურად უშუალო ხელმძღვანელისთვის გაგზავნა;
კომპანიის წარმომადგენლების დავალებით კონკრეტული ბინის შემოწმება, მდგომარეობის ნახვა და, საჭიროების შემთხვევაში, ამსახველი ფოტომასალის მიწოდება.
სამშენებლო ოპერაციებში ჩართულობა
სამშენებლო მასალების აღრიცხვა;
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათი შესრულებული სამუშაოების მეთვალყურეობა;
სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პერსონალის სამუშაოსა და რაოდენობების აღრიცხვა;
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის აღრიცხვა;
ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტინგის მომზადება მიმდინარე სამშენებლო პროცესებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ექსელსა და ვორდში მომხმარებლის დონეზე მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@archi.ge. ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
[wpai_display_imported_files_here]


