სამართლის სკოლის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ
ა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის არჩევნები გამოცხადდეს 2019 წლის 8 მაისიდან.
ბ) სამართლის სკოლის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია და საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2019 წლის 10-დან 18 ივნისის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).
გ) სამართლის სკოლის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2019 წლის 26 ივნისს.
მოთხოვნები, რომელთაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და უნდა იყოს სამართლის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
განცხადება ილიას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
პირადობის მოწმობის ასლი;
ორი ფოტოსურათი 3×4;
პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
სამართლის სკოლის განვითარების კონცეფცია;
ავტობიოგრაფია (CV);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და პუბლიკაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს მას.
[wpai_display_imported_files_here]


