კონკურსი სასწავლო პროგრამაზე „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში“

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამაზე: ,,ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში“.

კურსის მიზანია სტუდენტებს შესძინოს ცოდნა სამეწარმეო სუბიექტებში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • კანონი მეწარმეთა შესახებ;
  • ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით);
  • საგადასახადო კანონმდებლობა;
  • Ms. Excel-ი დონეების მიხედვით.

თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდა და მიღებული შედეგების საფუძველზე მსმენელი იღებს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატს.

ჯგუფში განსაზღვრულია 16 მსმენელის შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

კურსი ჩატარდება დისტანციურად zoom.us პლატფორმაზე.

წინაპირობა:

ფინანსური აღრიცხვისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა

განრიგი:

  • დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
  •  საათი: 18:30-21:30
  •  4 დეკემბერი-28 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
  • 14 იანვარი-30 მარტი (მეორე ეტაპი)

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/bwi1mkNsh64N2VCU7

საკონტაქტო პირი: მარიამ ვარდოშვილი
მობ.: 558 37 60 51
ელფოსტა: M.vardoshvili@mof.ge
დეტალური ინფორმაცია: https://cutt.ly/fhonVf2

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი