სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების საზოგადოების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. N7
მოვალეობები:
- ინოვაციების ბანაკების, კონფერენციების, სტარტაპკონკურსებისა და სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ღონისძიებების ორგანიზება;
- სტრატეგიული განვითარების მიმართულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაში ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
- სტარტაპის ეკოსისტემის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავება, აუცილებელი ცოდნის მოძიება/ანალიზი;
- სტარტაპსაზოგადოების განვითარებისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება;
- საფინანსო და ბიზნესსექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის კომპანიების დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნა: მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დაგეგმვისა და მართვის უნარები;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gita.gov.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ დასახელება – „ინოვაციების საზოგადოების განვითარების მენეჯერი – GITA”.
[wpai_display_imported_files_here]


