განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტი

Სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

 განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 16.12.2020

სავალდებულოა კონკურსში მონაწილე კანდიდატს ჰქონდეს სტუდენტის სტატუსი და მაღალი აკადემიური მოსწრება, ასევე ჩართული იყოს სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე.

Კონკურსანტი ვალდებულია, მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი).

კონკურსის ეტაპები:

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და გადარჩევა შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ტრენინგების ჩატარება;
  • წერითი დავალება;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების ინდივიდუალურად გაცნობა;
  • ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  შერჩეულ კანდიდატთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსში.

.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი