ს.ს. „სილქნეტი“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას ფინანსური ანალიტიკისა და IFRS რეპორტინგის განყოფილებაში.
კომპანია გთავაზობთ:
- კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის პროცესებში ჩართულობას/გამოცდილების მიღებას;
- დასაქმების პერსპექტივას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის მიმართულებით);
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინგლისურ ენაზე წერის უნარ-ჩვევებს);
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაოს აღწერა:
- ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპანიის ფინანსურ აუდიტში მონაწილეობის მიღება;
- მარეგულირებელი კომპანიის ყოველთვიურ რეპორტებში ჩართულობა;
- ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობა;
- ინვესტორი პრეზენტაციებისა და წლიური ანგარიშის (Annual Report) მომზადებაში ჩართულობა;
- სხვადასხვა ტიპის სამუშაო ფაილების დამუშავება კომპანიის შიდა რეპორტინგის მიზნებისათვის;
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 31 ოქტომბერი, 2020
დაინტერესებულმა კანდიდატებმა იხილეთ ვაკანსიის დეტალური ინფორმაცია და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე.
[wpai_display_imported_files_here]


