შპს „აი დი ეს ბორჯომი თბილისი“, სადისტრიბუციო კომპანია, აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას ლოგისტიკის დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქინძმარაულის ქ.N5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00-19:00
სტაჟირების პერიოდი: 01.21-მდე
აუცილებელი მოთხოვნები:
- ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა (ჩატარდება ტესტირება)
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (გამართულად საუბარი, წერა)
ძირითადი მოვალეობები:
- ინფორმაციის დამუშავება, გადამოწმება
- ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების აწყობა-წარმოება
- მიმდინარე პროცესებში Support-ის გაწევა ლოგისტიკის ქვედეპარტამენტებისთვის
- პროექტებში ჩართულობა
რეზიუმე შეგიძლიათ გაგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟიორი ლოგისტიკის დეპარტამენტში“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2020.
პოზიციაზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა მონაცემები მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
[wpai_display_imported_files_here]


