გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტის (GIS) ვაკანსია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ აცხადებს გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტის (GIS) ვაკანსიას.

ვაკანსია – გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა – 6 თვე
თანამდებობრივი სარგო – 1000 ლარი (დარიცხული)

ფუნქციები:

  • უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის დოკუმენტაციის შემოწმება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს No388 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად;
  • სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის შესაბამისობის შემოწმება საჯარო რეესტრში დაცულ რეგისტრირებულ და ასევე არსებულ საკადასტრო მონაცემებთან;
  • უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა აქტიურ გეომონაცემთა ბაზაში და აღრიცხული მონაცემების დაცვა;
  • საკადასტრო ერთეულზე საკადასტრო კოდის მინიჭება;
  • საკადასტრო დავალების განხილვა დადგენილ ვადებში;
  • რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების აღდგენა ერთიან გეომონაცემთა ბაზაში და ა.შ.

მოთხოვნები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრების IV კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (მინიმუმ B, საშუალო ქულა 81 ან მეტი) –  გეოგრაფია/გეოდეზია/არქიტექტურა/გეოინფორმატიკა/ მიწის რესურსების მართვა/GIS ტექნოლოგიები, საინჟინრო გეოდეზიის მიმართულებები;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • ArcGIS (გეოინფორმაციული სისტემის) პროგრამის დამაკმაყოფილებელი ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • დამოუკიდებლად მუშაობა.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N 388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება.

კონკურსის ეტაპები:

გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 3 სექტემბერი, 2020 წ.


[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი