ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია აცხადებს განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის ვაკანსიას.
განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის მოვალეობები:
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ასოციაციის წევრი კომპანიების ჩართულობის/მონაწილეობის მხარდაჭერა;
- ასოციაციის წევრებისა და სხვა დაინტერესებული კომპანიებისთვის პროფესიული განათლების ძირითად მახასიათებლებზე ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაცია;
- პროფესიული განათლების მიღების სურვილის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაციის გაწევა;
- პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა თუ დასაქმების მიზნით ასოციაციის წევრ კომპანიებთან დაკავშირება და პროცესების წარმართვა;
- პროფესიულ კოლეჯებთან აქტიური თანამშრომლობით თითოეული კოლეჯის სასწავლო პროგრამებში სრულყოფილად გარკვევა, სასწავლო პროცესის, მისაღები და შუალედური გამოცდების სპეციფიკის ცოდნა;
- სასწავლო პროცესის ხარისხის გამოსასწორებლად/შესანარჩუნებლად პროფესიული სასწავლებლებისთვის კონსულტაციების გაწევა წევრი კომპანიებისგან მიღებული ფიდბექის შესაბამისად;
- თბილისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედ მშენებლობის სექტორთან, რელევანტურ კოლეჯებთან აქტიური და პერმანენტული კომუნიკაცია; იგულისხმება მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
- ასოციაციის წევრი კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან აქტიური თანამშრომლობა;
- ასოციაციის HR მენეჯერის მხარდაჭერა წევრი კომპანიების HR მიმართულებით მომსახურებაში: საკადრო საჭიროების განსაზღვრა, ვაკანსიის ჩამოყალიბება და ვაკანსიის განცხადების გავრცელება სხვადასხვა არხის გამოყენებით, პოტენციურ კადრებთან კომუნიკაცია, აპლიკანტების გადარჩევა და სხვ.
- პროფესიული განათლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ პროცესებში ასოციაციის სახელით ჩართულობა; ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებში მონაწილეობა; ამ მიმართულებით ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მხარდაჭერა და სხვ.
განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლების სისტემის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- განათლების მენეჯმენტის მიმართულებით არსებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ქვემოთ ჩამოთვლილი უნარებით;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა როგორც ვერბალური, ასევე წერითი (შემოწმდება გასაუბრებაზე);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (შემოწმდება გასაუბრებაზე).
განათლებისა და დასაქმების კოორდინატორისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი.
გრაფიკი:
სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:30
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაგზავნოთ CV შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2020 წელი
ორგანიზაციის შესახებ:
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ფუნქციონირებს 2015 წლიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.
[wpai_display_imported_files_here]


