საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაქმების პერსპექტივით) იურიდიულ დეპარტამენტში.
ძირითადი ვალდებულებები:
- იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმართულ სხვადასხვა სამუშაო პროცესში მონაწილეობა;
- მონაწილეობა კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევის პროცესში;
- ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
- კომპანიისა და იურიდიული დეპარტამენტის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა;
- თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მოთხოვნები:
- განათლება: სამართალმცოდნე. განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- სავალდებულოა ინგლისური ენის C1 და რუსულის B2 დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1
- სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
- ანაზღაურება: 375 ლარი (დარიცხული)
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., N11 (ტიფლის ბიზნესცენტრი)
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
- კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს:https://www.ecovis.com/georgia/
2020
[wpai_display_imported_files_here]


