კრედო ბანკი აცხადებს IFRS რეპორტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცრის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო პოზიციის მიზანი:
ეროვნული ბანკისთვის რეპორტების მომზადება შესაბამისი სტანდარტებით.
სამუშაო აღწერილობა:
- რეპორტები
- სებსტატის რეპორტების მომზადება და გაგზავნა:
- FID (დღის ფინანსური რეპორტი) – ყოველდღიური;
- FIM (თვის ფინანსური რეპორტი) – თვეში ერთხელ;
- PCS (რეპორტი საბანკო ბარათებთან დაკავშირებით) – თვეში ერთხელ;
- MTR (რეპორტი ფულად გზავნილებთან დაკავშირებით) – თვეში ერთხელ;
- FEX (რეპორტი სახაზინო გარიგებებთან დაკავშირებით) – თვეში ერთხელ;
- CSH (რეპორტი საკასო ოპერაციებთან დაკავშირებით) – თვეში ერთხელ;
- BTR (საბანკო გადარიცხვებთან/ჩარიცხვებთან დაკავშირებული რეპორტი);
- სებსტატის ე.წ. FAS კითხვარის შევსება.
- დეპოზიტების დაზღვევის რეპორტი;
- სტატისტიკის რეპორტი;
- ეროვნული ბანკის რეპორტების ავტომატიზაცია, რეპორტებში ცვლილებების საჭიროებისას ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
- ეროვნული ბანკის არაგეგმიური მოთხოვნების დროს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
- გარეაუდიტის შემოწმებისას მოთხოვნილი ინფორმაციების მოძიება, დამუშავება და მიწოდება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების კუთხით;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კომპიუტერული უნარების ფლობა, მათ შორის Microsoft Word, Excel;
- Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა, მათ შორის მონაცემთა ანალიზის საშუალებების (შემაჯამებელი ცხრილები, ფილტრები, ფინანსური ფორმულები და ა.შ.) ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური საკითხების საბაზისო დონეზე ცოდნა (ბალანსი, საშემოსავლო უწყისი, ფულადი სახსრების უწყისი, ფინანსური მაჩვენებლები);
- დავალებათა სიმრავლისთვის თავის გართმევისა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- დავალებების გაწერილ ვადებში დასრულებისა და კომპლექსური ვადების გრაფიკის დაცვის უნარი;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის უნარი.
პირობები:
- პირველ ეტაპზე სწავლების პერიოდში იქნება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. ამ პერიოდში ანაზღაურება იქნება 300 ლარი;
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ კანდიდატი გადავა 3-თვიან გამოსაცდელ ვადაზე, ამ პერიოდში ანაზღაურება იქნება 780 ლარი. ასევე ჩაერთვება დაზღვევა და სხვა ბენეფიტები;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატის ანაზღაურება გახდება 1000 ლარი.
კრედო ბანკი გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს.
კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც. თუ ფლობენ ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს, რეპორტების გაკეთებას ვასწავლით ადგილზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV ) შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება – IFR რეპორტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცერი.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 26 ივლისი, 2020 წ.
კრედო ბანკი 20-წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში 74 ფილიალით არის წარმოდგენილი.
[wpai_display_imported_files_here]


