კომპანია „ქარდი“ აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
აღწერილობა
ილიაუნის სტუდენტის სტარტაპი „ქარდი“ ქართულ ბაზარზე ივნისის დასაწყისში გამოჩნდა. „ქარდი“, ფასდაკლების ბარათი ავტო-მოტოს მფლობელებისათვის, აერთიანებს 15 მიმართულების 150 კომპანიის ფასდაკლებას. ეს რიცხვი კი ყოველდღე მზარდია. კომპანია მზად არის, დაასაქმოს გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე 300 სტუდენტი მათზე მორგებული გრაფიკითა და კონკურენტული ანაზღაურებით.
მოვალეობები
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა;
- მოლაპარაკებების წარმართვა;
- ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.
მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი არ არის, თუმცა უპირატესობად ჩაითვლება);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პირობები
- სამუშაო გრაფიკი მორგებულია დასაქმებულზე
- ანაზღაურება გამომუშავებით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: mmamatsashvilin@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: https://cardiscount.ge/
წარმატებას გისურვებთ.
[wpai_display_imported_files_here]


