საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსს სიპ „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს გამარტივებულ კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საიმიჯო და საინფორმაციო კამპანიების, მასმედიასთან ურთიერთობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
- მომხმარებელთა ბაზის შექმნა და რემარკეტინგი;
- CRM ბაზის მართვა და განვითარება;
- სააგენტოს ვებგვერდის, სოციალური ქსელების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, კონტენტის შექმნა და მართვის კოორდინაცია;
- საჭიროებიდან გამომდინარე მასმედიასთან ურთიერთობა, პრესკონფერენციების, პრესრელიზების, სტატიების, სარეკლამო ბროშურების, ბუკლეტების, სარეკლამო გვერდების შინაარსობრივი ნაწილის მომზადება;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება (Digital Marketing-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა (C1/C2).
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგმოთხოვნებს:
- საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგთან დაკავშირებული პროექტების ინიცირებისა და მართვის კომპეტენცია;
- საქმიანი მიმოწერის წარმოება;
- ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციისკარგიუნარი;
- შემოქმედებითი აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 2, 200.00 ლარით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის პირველი ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.
[wpai_display_imported_files_here]


