საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე

თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით, International Spark Program – ის ფარგლებში,  2011 წლის  9-19 აგვისტოს ბაზალეთზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრეინინგ ცენტრში ჩატარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს (მიუხედავად იმისა, თუ რომელ უნივერსიტეტში სწავლობს და რა პროფესიისაა), ვინც სწავლობს პირველ ან მეორე კურსზე და ინგლისურ ენაზე შეუძლია თავისუფლად კომუნიკაცია.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები ბაზალეთის ტბასთან მდებარე ტრეინინგ ცენტრში,  10 დღის განმავლობაში მოისმენენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციებს. სკოლის დასასრულს კი ყველა მონაწილე წარმოადგენს თავის პროექტს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ 80 წარმატებული კანდიდატი შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

მონაწილეების გამოსავლენად ჩატარდება კონკურსი ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი – საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2011 წლის 20 ივლისამდე. გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭება ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს.

მეორე ეტაპი – თუ წარმატებით გაივლით პირველ ეტაპს, მოგიწვევთ  გასაუბრებაზე. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მას დაესწრება ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

თავისუფალი უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილეს სთავაზობს დაფინანსებას:
თუ ხართ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ჩვენ გთავაზობთ 80%-იან დაფინანსებას, რაც საზაფხულო სკოლაში თქვენი მონაწილეობის საფასურს ამცირებს 220 ლარამდე*.

თუ ხართ ნებისმიერ სხვა უმაღლესი სასწავლების სტუდენტი, ჩვენ გთავაზობთ 70%-იან დაფინანსებას, რაც საზაფხულო სკოლაში თქვენი მონაწილეობის საფასურს ამცირებს 320 ლარამდე*.

*საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სრული საფასური შეადგენს 1080 ლარს.
თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ მიღებული დაფინანსება ფარავს პროგრამაში მონაწილეობის საფასურს, 10 დღის განმავლობაში ბაზალეთის ტერინინგ ცენტრში ცხოვრების, სამჯერადი კვების, ტრანსპორტირების (თბილისი-ბაზალეთი-თბილისი), საკითხავი და სხვა საჭირო მასალების ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.freeuni.edu.ge  ან International Spark Program – ის ვებ-გვერდზე: www.inspark.weebly.com

If your actions inspire others to dream more, learn more, do more and become more, you are a leader

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ოძელაშვილი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი
t.odzelashvili@freeuni.edu.ge
(+995 77) 79 41 44
პამელა ხიმენეს კარდენაზი
International Spark Program – ის კოორდინატორი
applications@internationalspark.org

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი