კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში.
თანამდებობრივი მოვალეობები:
• აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემის ოპტიმიზაცია და კონფიგურაცია OS Windows გარემოში;
• პერსონალურ კომპიუტერებში აპარატურული და პროგრამული პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
• პერსონალური კომპიუტერების მონიტორინგი და დისტანციური მართვა;
• მომხმარებლების კონსულტაცია პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ.
საჭირო უნარ-ჩვევები:
• ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
• ქსელის საბაზო ცოდნა: TCP/IP (IP, Mask, Gateway);
• კომუნიკაბელურობა და სატელეფონო დახმარების გაწევის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ამოცანის გადასაჭრელად ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების შესაძლებლობა;
• შეზღუდულ დროში ეფექტურად მუშაობისა და საქმის სწრაფი ათვისების უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
• შესაბამის სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერითი, სასაუბრო).
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 7 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]

