ცხელი ხაზის ოპერატორის ვაკანსია სამედიცინო დაზღვევის ჯგუფში სს “არქიმედეს გლობალ ჯორჯია”

სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა, ძირითადი მოვალეობები:
•    შემომავალ ზარებზე რეაგირება;
•    ხარჯების გაწევაზე შეტყობინებისა და გაცემული ნებართვის რეგისტრაცია სისტემაში;
•    დაზღვეულებთან დარეკვა და ინფორმაციის მიწოდება;
•    მიმართვის შემთხვევაში, დაზღვეულისათვის დაზღვევით სარგებლობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.

სავალდებულო მოთხოვნები:
•    უმაღლესი სამედიცინო განათლება;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად;
•    კომუნიკაბელურობა;
•    საუბრის დამაჯერებლად წარმართვის უნარი;
•    არასტანდარტულ სიტუაციებში იმპროვიზაციისა და გამოსავლის პოვნის უნარი;
•    გამართულად მეტყველების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 8 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი