გაყიდვების აგენტის ვაკანსია სადაზღვევო კომპანიაში ”აი სი ჯგუფი”

შპს “სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (სავალდებულოა);
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
•    გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
•    სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული მახასიათებლები:
•    კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
•    ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
•    გამართული მეტყველება;
•    თვითპრეზენტირების უნარი;
•    მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    არაკონფლიქტურობა;
•    პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
•    პუნქტუალობა;
•    აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 18 წელი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
•    პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
•    საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
•    დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 11 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი