სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფინანსების მართვის ყველა კომპონენტზე.
პროფესიული გამოცდილება:
•უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
•განათლება/ტრენინგები ბუღალტერიაში და ფინანსებში;
•მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფინანსებში;
•აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
•აუცილებელია ქართული საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
•ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
•Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური – მომხმარებლის დონეზე.
პიროვნული თვისებები:
•გამოკვეთილი ანალიტიკური უნარი;
•ფინანსური პრინციპების ღრმა ცოდნა;
•კონკრეტული მიზნებისა და პრიორიტეტების დასახვის, დაგეგმვისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები;
•საკუთარი და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო გეგმის კოორდინირება და მონიტორინგი;
•ზუსტი და მოკლე ანგარიშების წარმოება და ძირითად საკითხებზე მიღებული ფინანსური გადაწყვეტილების დასაბუთება;
•გამოკვეთილი ადამიანური ურთიერთობების, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარ-ჩვევები;
•შეზღუდულ დროში ეფექტურად მუშაობის უნარი;
•შრომისმოყვარეობა;
•პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
•ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და ზედამხედველობა;
•ტრანსაქციებისთვის საჭირო დოკუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა;
•საგადასახადო დეპარტამენტისთვის დეკლარაციების მომზადება/ჩაბარება;
•დირექტორატისთვის ფინანსური უწყისებისა და სხვა ინფორმაციის დროული მიწოდება;
•აუდიტორებთან თანამშრომლობა და პროცედურების კონტროლი;
•კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება;
•ბანკებთან ურთიერთობა;
•საწყობის კონტროლი.
ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ თავისი რეზიუმე მისამართზე: vacancy.discom@gmail.com არა უგვიანეს 2009 წლის 26 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333.
ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18.
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).
[wpai_display_imported_files_here]

