ლიგამუსელები კვარცხლბეკზე

სპორტკომპლექს “ლაგუნა ვერეს” აუზში დამთავრდა სახელოვანი ქართველი მწვრთნელების  ვლადიმერ ბარნაბიშვილისა და როსტომ ჩაჩავას ხსოვნის ტურნირი მინიწყალბურთში. ნორჩი სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფში ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას.

1997-1998 წლებში დაბადებულთა შორის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სპორტკლუბ “ლიგამუსის” წყალბურთელებმა (მთავარი მწვრთნელი სოსო მაისურაძე) ფინალურ პაექრობაში “ლაგუნა ვერეს” სძლიეს და პირველი ადგილი დაიკავეს. 1993-1994 და 1995-1996 წლებში დაბადებულმა ლიგამუსელებმა (მწვრთნელებიი  ნოდარ ჩხარტიშვილი და ჯემალ კინწურეიშვილი) გადამწყვეტი ორთაბრძოლები “ივერიასთან” დათმეს და მეორე ადგილებს დასჯერდნენ.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი