ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ვებ-გვერდის მთარგმნელის თანამდებობაზე 2011 წლის 14 იანვრიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. ინგლისური ენის ფლობის მაღალი კომპეტენცია, (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი C1 დონე ).
2 მთარგმნელობით სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება წერილობით თარგმანების შესრულების გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
3 საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
4 ეფექტური საქმიანი კომუნიკაციის დამყარების უნარი;
5 დროის შეზღუდულ პერიოდში მოქმედების უნარი, ოპერატიულობა;
ფუნქციები:
1.უნივერსიტეტის ვებ გვერდის თარგმნა ქართულიდან ინგლისურ და ინგლისურიდან ქართულ ენაზე;
სამუშაო პირობები:
1.ანაზღაურება განისაზღვრება ნათარგმნი სიმბოლოების რაოდენობის სტანდარტის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ოდენობის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი შემდეგ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2010 წლის 14 იანვრიდან 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
[wpai_display_imported_files_here]

