ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბონის ზოოლოგიის კვლევის მუზეუმთან ერთად, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე “კავკასიის რელიქტური ბიომრავალფეროვნების შესწავლის და კონსერვაციის შესაძლებლობები”.
სამუშაო შეხვედრები ჩატარდება 27 – 30 ოქტომბერს. შეხვედრის სამუშაო ენა ინგლისურია.
კონფერენცია დაიწყება 27 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე უნივერსიტეტის A კორპუსის 101 აუდიტორიაში. 27 ოქტომბერს 16:00 საათზე აქვე გაიმართება კონფერენციის ოფიციალური გახსნა და წვეულება.
[wpai_display_imported_files_here]

