სტუდენტის სტატუსის აღდგენა

სემეტრიდან სტუდენტური სტატუსის აღდგენას და სწავლის გაგრძელებას, საჭიროა უნივერსიტეტს მიმართოთ განცხადებით არგუსის შესაბამისი შაბლონიდან სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, არაუგვიანეს  2026 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. განცხადების განხილვისთვის აუცილებელი პირობაა – სტუდენტს სრულად ჰქონდეს დაფარული სწავლის საფასურის დავალიანება. სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების ან ინდივიდუალური შეღავათების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ არგუსის სისტემაში არსებული შაბლონის – „ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სწავლის საფასურთან დაკავშირებით“ – საშუალებით.

სტუდენტის სტატუსის შეჩერება

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან სტატუსის შესაჩერებლად სტუდენტებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ უნივერსიტეტს არგუსის შესაბამისი შაბლონით  სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი