სასერტიფიკატო პროგრამა „პანმუსიკუმი“ – აღმოაჩინე მუსიკის სამყარო ახლებურად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას მუსიკის სასერტიფიკატო პროგრამაზე „პანმუსიკუმი“, რომელიც ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება 15 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში.

„პანმუსიკუმი“ ეფუძნება ილიაუნიში მუსიკის სწავლების უნიკალურ გამოცდილებას.  კურსი მსმენელებს, მიუხედავად წინასწარი გამოცდილებისა,  მუსიკის სამყაროს უფრო ფართოდ და სიღრმისეულად  გაცნობაში დაეხმარება. თეორიული საუბრებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ერთობლიობით მონაწილეები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას, ესთეტიკური და ემოციური ბარიერების გადალახვასა და მუსიკის ახლებურად აღქმას.

პროგრამა მოიცავს ლექციებს მუსიკის მნიშვნელოვან ისტორიულ და აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:

  • მუსიკა და ტექნოლოგია, პროფესორი რეზო კიკნაძე
  • ექსპერიმენტი და მუსიკა, პროფესორი მარინა ადამია
  • როგორ გავუგოთ ჯაზს / მუსიკალური პოპკულტურა, ასოცირებული პროფესორი ირინე ებრალიძე
  • ხელშესახები ბაროკო,  ასისტენტ-პროფესორი ქეთევან შენგელია
  • მუსიკა ტოტალიტარიზმში, პროფესორი, მოწვეული მასწავლებელი ნანა შარიქაძე (კავკასიის უნივერსიტეტი)
  • ფოლკლორული და რელიგიური მუსიკა, ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია
  • ვუნდერკინდი შენში, ასოცირებული პროფესორი ნინო მამრაძე

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

პროგრამის გრაფიკი

  • 15 ივნისი, ორშაბათი  მუსიკა და ტექნოლოგია (ლექტორი რეზო კიკნაძე) – D407
  • 17 ივნისი, ოთხშაბათი  ექსპერიმენტი და მუსიკა (ლექტორი მარინა ადამია) – D406
  • 19 ივნისი, პარასკევი  როგორ გავუგოთ ჯაზს (ლექტორი ირინე ებრალიძე) – online
  • 22 ივნისი, ორშაბათი  ხელშესახები ბაროკო (ლექტორი ქეთევან შენგელია) – D405
  • 24 ივნისი, ოთხშაბათი – მუსიკა ტოტალიტარიზმში (ლექტორი ნანა შარიქაძე) – D406
  • 26 ივნისი, პარასკევი  მუსიკალური პოპ-კულტურა (ლექტორი ირინე ებრალიძე) – 0nline
  • 29 ივნისი, ორშაბათი  ფოლკლორული და რელიგიური მუსიკა (ლექტორი თამაზ გაბისონია D406
  • 2 ივლისი, ოთხშაბათი  ვუნდერკინდი შენში (ლექტორი ნინო მამრაძე) – D406

დრო: 15 ივნისი – 2 ივლისი, 19:00-21:00 საათი

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

ღირებულება: 200 ლარი

ფორმატი: ჰიბრიდული (საუნივერსიტეტო და ონლაინშეხვედრები)

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D კორპუსი (D405, D406 და D407 აუდიტორიები), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი